„თავისუფალი დემოკრატების“ მტკიცებით, ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული თეა წულუკიანი, ზუგდიდის პოლიციის შენობაში არ შეუშვეს. როგორც
პარტიის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომასალაში, პარტიის წევრი
წულუკიანი ამბობს, მას ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი გოგიტა ქობალია დაუკავშირდა
და ზუგდიდში ჩასვლა სთხოვა.
„გოგიტა ქობალიამ
მთხოვა ჩამოვსულიყავი
და პოლიციისთვის ახსნა განმარტება მიმეცა. ჩამოვედი, რომ ლევან ქირიასთვის მიმეცა საშუალება არ აბატონოს სამეგრელოში შერჩევითი სამართალი. მაგრამ ქირია, რომელმაც
კახა
მიქაია დააკავა, ახსნა-განმარტების საშუალებას არ მაძლევს
და შენობაში იმალება“, - განაცხადა პარტიის წევრმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი
სამართალდამცავებმა 25 მარტს აიყვანეს. დღეს მისი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
internet.ge