GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ გიორგი გაბრიელაშვილი დაინიშნა
14:18 24.04.2012
დღის სიახლეები

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ გიორგი გაბრიელაშვილი დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ, ახალი თავმჯდომარე თანამშრომლებს თავად წარუდგინა.

„მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო რეესტრს   ახალი ხელძღვანელი ჰყოლოდა. ამ დრომდე მე მქონდა ორი თანამდებობა: მინისტრის მოადგილისა და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის. ვინაიდან მინისტრის მოადგილესთან გარდა სამოქალაქო რეესტრისა, ბევრი სხვადასხვა საკითხებიც შემოდის განსახილველად, აქედან გამომდინარე სამოქალაქო რეესტრის ეფექტური მუშაობის გაგრძელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი კადრის შერჩევა, რომელიც  უწყებას უხელმძღვანელებდა. რეესტრი გააგრძელებს ისეთივე ინოვაციებზე და რეფორმებზე მუშაობას, როგორც აქამდე იყო. კვლავ იქნება ძალიან ბევრი ახალი პროექტი, რომელსაც სამოქალაქო რეესტრი შესთავაზებს მოსახლეობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, სააგენტოს ცხოვრებაში დღეის მონაცემებით, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდია.

„ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ სააგენტოს მიერ მოპოვებულ ტიტულს ყოველდღე დაცვა უნდა. ვგეგმავთ, რომ უფრო ამბიციური გეგმები განვახორციელოთ. ჩვენ გვინდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არ იყოს მხოლოდ მოსახლეობის რეგისტრაციის მწარმოებელი. გვსურს რეესტრი ჩამოვაყალიბოთ ახალი იდეების დაბადებისა და მათი სწორად რეალიზაციის  ადგილად“, – განაცხადა გაბრიელაშვილმა. 

გიორგი გაბრიელაშვილი  1981 წელს, გურჯაანში დაიბადა. 2003 წელს  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. იგი 2006 წლიდან მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2011 წლის იანვრიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ.  გიორგი გაბრიელაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ამ დრომდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ რჩება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლონდონში ოლიმპიადა იწყება1
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ გიორგი გაბრიელაშვილი დაინიშნა2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X