„ქრისტიან–დემოკრატების“
წევრის, გიორგი ახვლედიანის შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით
პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეკისრებათ.
ამის შესახებ პლენარულ
სხდომაზე ახვლედიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატებმა გიორგი ტუღუშის
დასკვნასთან დაკავშირებით დადგენილებას უყარეს კენჭი.
ახვლედიანის შეფასებით,
დასკვნაში მოყვანილი ფაქტების მიუხედავად, უმრავლესობამ დადგენილება მხოლოდ ცნობად მიიღო, რაც საკითხის
„ერთ ყურში შეშვებას და მეორედან გამოშვებას“ ნიშნავს.
„ამ დადგენილების
მხარდაჭერით უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე, რადგან 2013 წელს, როცა ტუღუში 2012 წლის
ანგარიშით წარდგება, იქ
იქნება საუბარი – სასჯელასღსულებაში არსებულ უკანონობაზე, პატიმრების წამებაზე, სიკვდილიანობაზე
და ა.შ. თქვენ დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებთ, რადგან მინისტრებს არ სჯით. ისინი ხვდებიან, რომ ეს დანაშაულები შერჩებათ,
რადგან ფაქტებზე რეაგირება არ ხდება. ესენი კი, დანაშაულის ჩადენას გაარძელებენ“, –
დასძინა მან.
ახვლედიანის შეფასებით, სუბელიანი უკვე ოთხი წელია დევნილებს
არაადამიანურად ექცევა, მაგრამ რეაგირება ამაზე არ ხდება.
„თავის ჭკუაზე
მიშვებული გყავთ კალმახელიძეც, რომელიც არ ისჯება“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს,
სხდომაზე „ქრისტიან–დემოკრატებმა“ ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის
თანანმდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, მაგრამ საკითხი ჩავარდა.
internet.ge