საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა, "ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზი" და კვლევის შედეგები წარმოადგინა. მონაცემების
მიხედვით, 2011 წელს, წინა წლებთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა.
კვლევაში წარმოდგენილია ავარიების შესახებ აბსოლუტური და შედარებითი
რაოდენობრივი
მონაცემები,
გამომწვევი
მიზეზები,
ზრდადობა/კლებადობისა და ცვალებადობის ტენდენციები და აგრეთვე თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემი.
კვლევის
მიხედვით,
2006 წლიდან 95%-ითაა შემცირებული ავარიების ხვედრითი წილი რეგისტრირებული ავტომანქანების რაოდენობასთან შედარებით.
ამ
მხრივ საუკეთესო მაჩვენებლით ლიდერობს იმერეთი/რაჭა/გურიის რეგიონი, სადაც საშუალოდ ყოველ 10000 რეგისტრირებულ ავტომობილზე მხოლოდ 38 ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება.ზოგადად კი, 2008 წლიდან საშუალო წლიური 10%-იანი კლების პერმანენტული დინამიკა ნარჩუნდება ავარიების აბსოლუტური რაოდენობის მიხედვითაც.
გარდა
ამისა,
2008 წელთან
შედარებით, ჯამში, დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული ავარიებისა და დაშავებულ პირთა მაჩვენებელი. თითქმის განახევრებულია გარდაცვლილ პირთა ხვედრითი წილი, სადაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 80%-იანი კლება აღინიშნება. კვლევების მიხედვით, კლების ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაც უსაფრთხოების ღვედების გამოყენების რეგულაციების უკეთ ადმინისტრირებას
უკავშირდება.
აღნიშნულს
ადასტურებს
ის ფაქტიც, რომ ასეთი ტიპის სამართალდარღვევათა
ლატენტურობამ
მნიშვნელოვნად
იკლო და იგი 2011 წლის მონაცემებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ გადაცდომათა სამეულში შევიდა სიჩქარის გადაჭარბებისა და სიმთვრალის შემდეგ, რაც თავისთავად გულისხმობს საკანონმდებლო ნორმის იმპლიმენტაციის ხარისხის ამაღლებას.
შსს მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წელში 1,52-დან 1,48-მდე დაიკლო ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაში საშუალოდ დაშავებულთა შეწონილმა მაჩვენებელმა, ხოლო გარდაცვალების კუთხით, 2005 წლიდან 2011-წლის ჩათვლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 95%-თაა დაკლებული და ხვედრითი წილი ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე
0,2-დან
0,1-მდე შემცირდა.
სულ
საქართველოში
2011 წელს
რეგისტრირებულია
4486 ავტოსაგზაო
შემთხვევა,
რომლის დროს გარდაიცვალა
526, ხოლო
დაშავდა
6638 მოქალაქე.
დარეგისტრირებული
4486 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათაგან, 278 გამოწვეული იყო ალკოჰოლური სიმთვრალით, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 30, დაშავდა - 439, ხოლო სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების 1311 შემთხვევიდან გარდაიცვალა
156, დაშავდა
- 1870. გარდაცვლილთა უმრავლესობა
41-60 წ. ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენს, ხოლო დაშავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 26-40
წ. მოდის. 10000 მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისი/მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე
(16,2), ყველაზე
ნაკლები -
იმერეთი/რაჭა/გურიაში. აღნიშნული შემთხვევების შედეგად 10000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა ფიქსირდება შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე
(1,5), ყველაზე
ნაკლები -
სამეგრელო-ზემო სვანეთში (0,7),
ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 10000
მოსახლეზე
ყველაზე მაღალია თბილისი/მცხეთა-მთიანეთში
(22,7), ყველაზე
დაბალი კი - იმერეთი/რაჭა/გურიაში (8,2).
ავარიების,
გარდაცვლილთა
და დაშავებულთა რაოდენობის მიხედვით, საშუალოდ, ყველაზე კრიტიკული პერიოდია ივლისი-სექტემბერის ინტერვალი, რაც ძირითადად საკურორტო პერიოდიდან გამომდინარე სეზონურ რხევას უკავშირდება.
თბილისი/მცხეთა-მთიანეთში ალკოჰოლური სიმთვრალით და სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა სრული მოცულობის თითქმის 60%-ია. ამ ორივე მიმართულებით საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ იმერეთი/რაჭა/გურიისა და სამეგრელო/ზემო სვანეთის რეგიონებს, სადაც პროცენტული წილი 10%-ს არ აღემატება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით გაშუალებული მაჩვენებელია -
35%. ამასთან,
სამეგრელო/ზემო სვანეთში 2011 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა პირის გარდაცვალების არც ერთი ფაქტი სიმთვრალით გამოწვეული ავარიის შემთხვევებში.
Internet.ge