GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო
15:37 24.04.2012
დღის სიახლეები

უკრაინის ექს-პრემიერმა, იულია ტიმოშენკომ, რომელიც სასჯელს ხარკოვის კოლონიაში იხდის, 20 აპრილიდან შიმშილობა დაიწყო - განაცხადა ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ. მან ხაზი გასუვა, რომ ტიმოშენკოს ხელზე ჩალურჯებები, მუცელზე კი ჰემატომა აღენიშნება.

უკრაინული მედიის ცნობით, ვლასენკო ამას, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამკურნალო დაწესებულებაში ძალადობრივად გადაყვანის ფაქტს უკავშირებს, რაც ტიმოშენკოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. 20 აპრილს ის ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე კოლონიაში დააბრუნეს, რადგან ტიმოშენკომ უნდობლობის გამო ექიმებს გასინჯვის საშუალება არ მისცა.

„ახლა მესმის, რატომ არავის უშვებდნენ ამ ორი დღის განმავლობაში ტიმოშენკოსთან. მათ დაზიანებების დამალვა სურდათ“ - განაცხადა  ადვოკატმა.  მისი თქმით, ტიმოშენკოს შიმშილობა პროტესტია იმ ყველაფრისადმი, რაც ქვეყანაში, და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ამასთან დაკავშირებით ხდება. ვლასენკოს თქმით, ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ის საწოლიდან ვერ დგება.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა გერმანელი ექიმების დიაგნოზი, რომელიც გერმანულმა გაზეთმა Die Welt-მა გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ დიაგნოზის თანახმად, ტიმოშენკოს ხერხემლის მალთაშორის დისკების თიაქარი აქვს, რასაც ძლიერი ტკივილები ახასიათებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გოდერძის უღელტეხილზე ახალი კურორტი შეიქმნება1
პოლიციამ ფატალური ჩხუბის ვიდეო ჩანაწერი მოიპოვა2
ბათუმის მერად ჯემალ ანანიძე დაინიშნა3
"ინფო 9"-ის ჟურნალისტებს ელიაშვილებმა საარჩევნო უბნებზე ინციდენტების გამოწვევა დაავალეს4
საგარეო უწყება პერევში დაკავებული შსს-ს თანამშრომლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X