დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით მედიცინის დოქტორი შოთა გამყრელიძე დააჯილდოვა.
როგორც დაჯილდოებისას პრეზიდენტმა
განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და
საავადმყოფოებში მაღალი სტანდარტები დამკვიდრდეს.
„ჯერ უნდა შევქმნათ ჯანდაცვა და მერე მისი
ხელმისაწვდომობა, რადგან ადრე ეს საერთოდ არ არსებობდა. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექიმების გადამზადება მოხდეს და მათ უკეთესი პირობები
შევუქმნათ. საავადმყოფოებში კი უფრო მეტი პაციენტი შემოვა და შესაბამისად,
გაიზრდება მოთხოვნები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge