GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი მედიაში გასულ სკანდალურ ვიდეოს დამონტაჟებულს უწოდებს
16:03 25.04.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნება“ მედიით გასულ ვიდეო მასალაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი მის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად უცნაურად ერთობა განმარტებას აკეთებს.

როგორც ივანიშვილის ადმინისტრატორი სოციალურ ქსელში წერს, სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობის დროს, განხორციელდა კიბერ-შეტევა, რის შედეგადაც მათი კუთვნილი კომპიუტერიდან მოპარულ იქნა საოჯახო ვიდეო-არქივი.

„ძალოვანი სტრუქტურებიდან კონტროლირებადი ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა 1998 წლის 14 სექტემბერს გადაღებული ვიდეო ჩანაწერის მცირე ნაწილი, დამონტაჟებული სახით. ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რასაც დარწმუნებულნი ვართ, ქართული საზოგადოება თვითონ გასცემს საკადრის პასუხს. საზოგადოებას შესაძლებლობას ვაძლევთ, ნახოს ეს ვიდეო სრული და ხელუხლებელი, დაუმონტაჟებელი სახით. ასეთი საქციელით მიხეილ სააკშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ისეთი რამ, რასაც ჰქვია ოჯახი, პირადი ცხოვრება, პრივატული სივრცე და ა.შ. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და ის ყველაფრის მკადრებელია. ისინი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ, რადგან არა აქვთ ამ ყველაფრის არც აღქმის და შესაბამისად არც განცდის უნარი  ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა კრიმინალური ჯაჭვია შექმნილი ინტერნეტ-პროვაიდერების მონაწილეობით, ლოკალური და გლობალური ქსელებიდან, პირადი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით და არის თუ არა ამის ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლება. ამ მიზნით დაწყებულია გამოძიება, უკვე ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას და შესაძლოა სულ მალე როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ვამცნოთ ამჯერად ნამდვილად სკანდალური ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე“,- იუწყება ივანიშვილის ოფიციალური გვერდი.

იხ.ბმული

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მცეთელების ნაწილს წყლის გადასახადი გაუძვირდებათ1
პარლამენტს ცხრა ახალი დეპუტატი ეყოლება2
ახალი მინისტრები მუშაობას შეუდგნენ3
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს4
ემანუელას როლის შემსრულებელი კიბოთი გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X