"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე წყალტუბოს რაიონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიის პრეს სამსახურმა აცნობა, გამყრელიძესთან ერთად რაიონში პარტიის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ასათიანიც იმყოფება.
მემარჯვენეების
ლიდერების
განცახადებით, ხელისუფლება სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას აჩუმათებს.
„რეალობა
კი ისეთია, რომ ტექნიკის არარსებობის გამო სოფლად მიწები დაუხნავი რჩება და გლეხები აგროტექნიკურ ვადებში ხვნა-თესვას ვერ ასწრებენ. ხელისუფლებას არანაირი გათვლა არ აქვს რა რაოდენობით ტრაქტორი სჭირდება საქართველოს სახნავ-სათესი მიწების ფართობის გათვალისწინებით.
ეს მინიმუმ 5000 ტარქტორია. აღარაფერს ვამბობ კომბაინზე და სხვა ტექნიკაზე, რომელიც ასევე არასაკმარისია. გამოსავალი ისაა, რომ მთავრობამ სოფლისთვის ტექნიკის შესაძენად ბიუჯეტიდან ბევრად მეტი თანხები უნდა გამოყოს. რა უფრო
სჭირდება ქვეყანას - ტრაქტორი თუ შადრევანი ? როცა ამის გათვლა არ შეგიძლია, ცუდი მთავრობა ხარ და ვითარებას სწორად ვერ აფასებ",
- განაცხადა
დავით გამყრელიძემ.
Internet.ge