დღეს,
პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება, სადაც დეპუტატთა კითხვებს მთავრობის წევრები
უპასუხებენ.
საკანონმდებლო
ორგანოში იუსტიციის მინისტრ
- ზურაბ ადეიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო -
მერებიშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრ - ხათუნა კალმახელიძეს, კულტურის მინისტრ - ნიკოლოზ რურუასა და განათლების მინისტრ - დიმიტრი შაშკინს ელოდებიან.
ვინაიდან,
სამთავრობო საათი ფრაქცია - „ერთობა სამართლიანობისთვის“ მოთხოვნით
იმართება, ოპოზიციონერებმა მინისტრებს კითხვები უკვე გადაუგზავნეს.
სხდომაზე,
რურუას თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზეც მოუწევს საუბარი. ოპოზიციონერები
ინტერესდებიან - რატომ არ გააცნო მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი
ხელშეკრულების პროექტი საქართველოს პატრიარქს, საქართველოს პარლამენტსა და ქართულ
საზოგადოებას.
რაც
შეეხება კალმახელიძეს, მას საუბარი მძიმე სენით დაავადებული მსჯავრდებულების
შესახებ მოუწევს.
ამას
გარდა, დეპუტატთა კითხვებს სხვა მინისტრებიც უპასუხებენ, მაგრამ სხდომას ზურაბ
ადეიშვილი დაესწრება თუ არა ამ ეტაპზე უცნობია.
პარლამენტის
თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით,
ადეიშვილთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას, ის სამინისტროდან მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში სამთავრობო საათის გამართვა თვის ბოლოს, მხოლოდ
ხუთშაბათს არის შესაძლებელი, ხოლო მინისტრებს კითხვები დეპუტატებმა წინასწარ უნდა
გადაუგზავნონ.
Internet.ge