სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, დღეს ღონისძიება გაიმართება,
რომელიც 28 აპრილამდე გასტანს.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანია შეკრიბოს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის
პარლამენტების
აპარატების
ევროპულ ინტეგრაციაში ჩართულ თანამშრომლები,
რათა მათ ერთმანეთს ევროატლანტიკურ საკითხებში თავიანთი ქვეყნების პროგრესი გააცნონ
და
შემდგომი საჭიროების შემთხვევაში, ეფექტური კომუნიკაცია
შეძლონ.
მათი ინფორმაციით, ღონისძიება
- „სამხრთ
კავკასიის
საპარლამენტო
თანამშრომლობა“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ასოციაცია „ევროპის დროით“ ორგანიზებით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიებას გახნიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის
პოლიტიკის,
ეკონომიკის,
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რენატა ვრობელი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის დირექტორი ჯანან ატილგანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ
საკითხებში
სახელმწიფო
მინისტრის ოფისის ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ყარაულაშვილი და ასოციაცია
„ევროპის დროით“ თავმჯდომარე ეკატერინე ქარდავა.
ღონისძიება 28 აპრილს დაიხურება.
Internet.ge