იუსტიციის
სასწავლო ცენტრში, ეფექტური მომსახურების ტრეინინგებ-პროგრამებზე მუშაობა გრძელდება. უკვე მეხუთე დღეა, სასწავლო ცენტრის რვა თანამშრომელი სასწავლო პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებაზე დიდი ბრიტანეთის ტრეინინგ-ცენტრის "Impact Factory"-ს ტრენერებთან ერთად მუშაობს.
ერთობლივი
სემინარი მიზნად ისახავს ეფექტური მომსახურების ტრეინინგების საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი
გამოცდილების
გაცნობას,
რის შემდეგაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის სასწავლო პროგრამები გადაიხედება და საბოლოო ტრეინინ-მოდული შემუშავდება, რომელშიც საერთაშორისო პრაქტიკა სრულად იქნება გათვალისწინებული.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სწავლების გაუმჯობესების შემდგომი ეტაპი ტრეინინგ-პროგრამის სერთიფიცირებაა, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი მაისის თვეში გეგმავს.
ეფექტური
მომსახურების
ტრეინინგ-პროგრამაზე მუშაობა ხვალ, 27 აპრილს დასრულდება და ტრენერებს, რომლებიც სემინარში მონაწილეობდნენ, შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
მომსახურების
არეალის გაფართოებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გეგმავს. სულ მალე დაიწყება თბილისის მერიისა და სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელთა ტრეინინგები ეფექტურ მომსახურებაში.
internet.ge