საქართველოს პრეზიდენტი განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფება
13:49 26.04.2012
|
დღის სიახლეები
|
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება და მათ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრება. ქვეყნის პირველმა პირმა განახლებული უნივერსიტეტი დაათვალიერა და თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითაც დაინტერესდა.
აგრარული, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგები სახელმწიფომ პრიორიტეტულად გამოაცხადა. შესაბამისად, ამ მხრივ, პროფესიონალი კადრების მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამები და განხორციელდა სასწავლო კორპუსისა და ლაბორატორიების სრული რეაბილიტაცია.
ამჟამად, აგრარულ უნივერსიტეტში 2500 სტუდენტი სწავლობს. 2012 წელს აგრარულ და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე სტუდენტთა ინტერესი 7-ჯერ გაიზარდა.
უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის ოთხი მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|