საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სტუდენტური ბარათის
შემოღების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც აგრარულ უნივერსიტეტში ყოფნისას პრეზიდენტმა განაცხადა, ეს
იქნება ბარათები, რომლებიც ყველა სტუდენტს დაურიგდება. ახალგაზრდებს ცხოვრება
გაუადვილდებათ და მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ.
„ეს იქნება ქართული სტუდენტური ბარათი, რომლითაც საქართველოს
რკინიგზაზე, მუნიციპალურ ტრანპორტში იქნება 15-20 %-იანი ფასდაკლება, ასევე ფასდაკლება
დიდ სუპერმარკეტებში და სხვადასხვა მაღაზიაში. ჩვენ უნდა შემოვიღოთ ქართული
სტუდენტური ბარათი. ამ ბარათით სტუდენტებს უნდა მივცეთ პრივილეგია და გავუადვილოთ
ცხოვრება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ინიციატივით, ბარათების დარიგება ზაფხულამდე დაიწყება.
„ყველაზე მეტად ახლა სტუდენტებს სჭირდებათ დახმარება, რადგან ისინი
უნდა ფიქრობდნენ სწავლაზე და არა იმაზე, ბილეთის ან საჭმლის ფული სად იშოვონ. თუ
ამ ბარათით სახელმწიფო დაუდგება მათ გვერდით და
ბევრ რამეს გაუიაფებს ეს იქნება დიდი წინსვლა. ჩვენ გამოვდივართ
ინიციატივით, ერთ თვეში დავამუშაოთ და ზაფხულამდე დავიწყოთ ბარათების დარიგება“, -
განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge