განათლების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი, კვალიფიკაციის
თვალსაზრისით, დეპუტატთა კითხვებს იწუნებს.
როგორც სამთავრობო
საათის დაწყების წინ, ჟურნალისტებს შაშკინმა განუცხადა, იმ კითხვებს, რომლებსაც მან
თვალი გადაავლო, პროფესიონალიზმის დაბალი დონე ეტყობა.
მისი თქმით, მეთორმეტე
კლასელები და მითუმეტეს, მასწავლებლები, ბევრად უფრო კვალიციფიურ შეკითხვებს სვამენ, ვიდრე ოპოზიციონერები.
„სამწუხაროდ, ძალიან
დაბალი დონის კითხვებია. საბედნიეროდ, ჩვენს
ქვეყანაში ახალი სოციალური ფონი შეიქმნა
და ახალი თაობა წამოვიდა, რომელიც საბჭოთა კავშირში არასდროს დაბრუნდება. ოპოზიციონერების
კითხვების ლაიტმოტივი – დაბრუნება იყო საბჭოთა კავშირში. იმედი მაქვს, რომ კითხვების დაზუსტებების დროს, უმცირესობა ბევრად
უფრო კარგ შეკითხვებს დასვამს“, – დასძინა მან.
ამას გარდა, მინისტრის
თქმით, ის სხდომაზე დღეს ახალ ინიციატივებსაც გააჟღერებს.
internet.ge