ლიტვაში
საქართველოს პოლიციის გამჭირვალე შენობა დაიდგმება.
ამის
შესახებ სამთავრობო საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი
თქმით, ლიტვისა და თბილისის მერიის, ასევე ლიტვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინსიტროების შეთანხმების საფუძველზე, ლიტვაში ადგილი შეირჩა, სადაც თბილისის სკვერი გაკეთდება და საქართველოს
პოლიციის გამჭვირვალე შენობა დაიდგმება.
მინისტრის
განცხადებით, ამ პროექტით ქართველები იამაყებენ.
„მას
შემდეგ, რაც საქართველოში კრიმინალური ვითარება შემცირდა და მე და ჩემს
მოადგილეებს თავისუფალი დრო დაგვრჩა,
უცხოელებს ვხვდებით. სხვა ქვეყნებთანაც
გვაქვს მოლაპარაკებები და მინიმუმ ხუთ ქვეყანაში გამჭირვალე შენობების ექპორტი მოხდება. თუ
რუსებს ამის სურვილი ექნებათ მათაც დავეხმარებით“, – დასძინა მინისტრმა.
internet.ge