შინაგან საქმეთა
მინისტრის, ვანო
მერაბიშვილის შეფასებით, ნებისმიერი მოღალატე პასუხს აგებს, ხოლო მშიშარა ადამიანი
მმართველი გუნდის წევრი ვერ იქნება.
როგორც სამთავრობო
საათზე მინისტრმა განაცხადა, მას ოპოზიციონერებმა კითხვით მიმართეს, რატომ აფარებს
ხელს უწყება იმ პირს, რომელიც აგვისტოს ომის დროს გაიპარა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებას
არცერთი ჩინოვნიკის წინაშე არ აქვს ვალდებულება, რომ მას ხელი დააფაროს.
„თითქოს, ჩვენ რომელიღაც
ჩინოვნიკს ხელი დავაფარეთ, რომელიც ომის დროს გაიპარა. ჩვენ რა ვალი გვაქვს ნებისმიერი ჩინოვნიკის წინაშე, რომ მას ხელი
დავაფაროთ? აბსურდული განცხადებაა, რადგან
ეს საქართველოს ომი იყო და ნებისმიერი მოღალატე პასუხს აგებს, ხოლო მშიშარა
ადამიანი ჩვენი გუნდის წვერი ვერ იქნება.
არ მესმის, ეს საკითხი სერიოზულად როგორ უნდა
დაისვას“, – დასძინა მან.
internet.ge