უკრაინაში, ქალაქ
დნეპროპეტროვსკში მომხდარმა ტერაქტების სერიამ კითხვის ნიშნები გააჩინა ფეხბურთში
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის
ჩატარებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია,
მატჩები უნდა გაიმართოს უკრაინის 4 ქალაქში - კიევში, დონეცკში, ხარკოვსა და ლვოვში, - იუწყება „Newsru.com“.
მომხდარი
აფეთქებების გამო უკრაინის ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება, რომლითაც
საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ ტერაქტების
სერიების მიუხედავად უკრაინა შეძლებს ფეხბურთის ჩემპიონატის უსაფრთხოების
უზრუნველყოფას.
ამასთან
დაკავშირებით, კიევში, გეგმიური ანტიტერორისტული სწავლებები მიმდინარეობს, რაშიც
უკრაინის სხვადასხვა ძალოვანის სტრუქტურები მონაწილეობენ.
Internet.ge