ესპანეთში
მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური, 8 თვის შემდეგ,
სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
მეზღვაურების
გათავისუფლება საქართველოს მთავრობისა და ესპანეთში საქართველოს
საკონსულოს აქტიური ჩარევის შემდეგ მოხერხდა. კარტახენაში საქართველოს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილიც იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, მეზღვაურები
ხომალდზე მოტყუებით აღმოჩნდნენ, გემის მფლობელთან დაპირისპირების შემდეგ კი,
რამდენიმე თვე უხელფასოდ იმუშავეს.
Internet.ge