დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ეროვნული არქივი, ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციას გეგმავენ.
აქციაში უწყებების თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე - სოსო წიქარიშვილი და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი - თეონა იაშვილი.
ლილოს არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები - ფიჭვები - დაირგვება.
Internet.ge