GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იანუკოვიჩი ტერაქტების გამოძიების შედეგებს 4 მაისისთვის ელოდება
11:32 28.04.2012
დღის სიახლეები

უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცველებს ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა დნეპროპეტროვსკის ტერაქტებში დამნაშავე პირები მოიძიონ, კონკრეტულ კვალზე გავიდნენ და შედეგები 4 მაისისთვის მოახსენონ. მანამდე კი უკრაინის შს მინისტრის განცახდებით, დნეპროპეტროვსკში ახალი აფეთქებების საშიშროება აღარ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას აქვს  6 ვერსია, თუმცა მათზე საუბარი გასაგები მიზეზების გამო არ სურს, - იუწყება უკრაინული მედია.


სამართალდამცველებისგან განსხავებით, ვერსიებზე საუბარს არ გაურბიან პოლიტიკოსები. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ ტერაქტები იმ ძალებისთვისაა ხელსაყრელი, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებით არიან დაინტერესებულები და მოქმედებენ პრინციპით, „რაც უფრო ცუდადაა საქმე, მით უფრო კარგია“, რადგან რაც უფრო ცუდად იგრძნობენ თავს ადამიანები, მით უფრო მეტად დაადანაშაულებენ ხელისუფლებას“ - განაცხადა აზაროვმა. ის პირობას დებს, რომ ტერაქტები უახლოეს მომავალში იქნება გახსნილი.
„ქვეყნისათვის გამოწვევა“ უწოდა დნეპროპეტროვსკში გუშინ მომხდარ აფეთქებათა სერიას პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა და აღნიშნა, რომ მოიფიქრებენ, როგორ გასცენ საკადრისი პასუხი.


თავისი ვერსიები აქვს უკრაინის პოლიტიკურ ოპოზიციასაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს, რათა მიღწეულ იქნას მიზანი - იულია ტიმოშენკოს საქმიდან ყურადღების გადატანა. ისინი თვლიან, რომ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადონ, თუმცა ხელისუფლება საგანგებო რეჟიმის შემოღებას უარყოფს. ყოველ შემთხვევაში, იუსტისციის მინისტრმა განაცხადა, რომ ამისთვის საფუძველი ჯერჯერობით, არ არსებობს.


კიდევ ერთი ვერსია სპორტს უკავშირდება. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზატორებს, შესაძლოა, ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩაშლა ჰქონდათ მიზნად.
ტერაქტების გამოძიებაში უკრაინას დახმარება შესთავაზა დსთ-ის ანტიტერორისტულმა ცენტრმა, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლია კიევს წარუდგინოს ანალიტიკურ და მეთოდურ მასალათა პაკეტი, რომელიც მსგავსი დანაშაულების გახსნის გამოცდილებას ეხება და ინტერპოლისა და დსთ-ის გამოცდილებას ეფუძნება - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ დნეპროპეტროვსკში 4 აფეთქება მოხდა, მოგვიანებით კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს. ტერაქტების შედეგად 30 ადამიანი დაზიანდა, აქედან 22 ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ერთ ქალბატონს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"არჩევნის თავისუფლებისთვის" ხელისუფლებისგან სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირებას ითხოვს1
თერჯოლაში „თავისუფალი საქართველოს“ ოფისი გაიხსნა2
ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა3
2012 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 30.4 % მწეველია4
მეზობლებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოიყვანეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X