საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე, ქუთაისის იუსტიციის სახლში
შეკრებილებს ქვეყანაში არსებულ ახალ ნარკოპოლიტიკაზე ესაუბრა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,
საუბარი სარეაბილიტაციო პროგრამასაც შეეხო.
"ჩვენ საზოგადოების ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ. ეს პროკურატურის
უმთავრესი
ამოცანაა.
ხალხთან კონტაქტის გარეშე ამ კუთხით ნაყოფიერად ვერ ვიმუშავებთ. აუცილებელია მათი აზრის მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სისხლის სამართლის პოლიტიკა, რა კუთხით არის ის შესაცვლელი, გამოსასწორებელი და აგრეთვე რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით. გვინდა ეს შედეგები საზოგადოებასაც გავუზიაროთ," - განაცხადა
საყვარელიძემ.
internet.ge