დნეპროპეტროვსკის ხელისუფლებამ გუშინ ქალაქში ორგანიზებული
ტერაქტების შესახებ ინფორმაციისათვის ფულადი ჯილდო დააწესა. 2 მილიონ უკრაინულ
გრივნას მიიღებს ის ადამიანი, ვინც სამართალდამცველებს აფეთქებების
ორგანიზატორებისა და შემსრულებლების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციას
მიაწვდის.
გამოძიებას ამ ეტაპზე ხელმოსაჭიდი ვერსიები არ აქვს. ამასთან, არ დადასტურდა გუშინ
გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, პოლიციამ ერთ-ერთი
აფეთქების ადგილზე ტერორისტები დააკავა.
საქმე
ტერორიზმის მუხლითაა აღძრული და მას უკრაინის უშიშროების სამსახური იძიებს.
internet.ge