გერმანიის კანცლერმა,
ანგელა მერკელმა რადიოსადგურ NDR-ის ჟურნალისტებთან საუბარისას დაადასტურა ონფორმაცია იმის შესახებ, რომ მკურნალობის მიზნით,
იულია ტიმოშენკოს გერმანიაში გადაყვანის თაობაზე, მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.
კანცლერის თქმით,
ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტიმოშენკოსთვის აუცილებელია გერმანიაში მკურნალობა,
თუმცა მოვლენების ამ სცენარით განვითარების მათაც ნაკლებად სჯერათ.
მოლაპარაკებები
უკრაინის ექს-პრემიერის გერმანიაში გადაყვანასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრების
დონეზე მიმდინარეობს.
მანამდე, ანგელა
მერკელმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა იმ პირობებით, რა პირობებშიც ტიმოშენკოს
უწევს ყოფნა. რომ გერმანია გმობს იულია ტიმოშენკოს დევნას, იმის გათვალისწინებით, რომ
ეს ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების გამოვლინებად მიაჩნი.
შეგახსენებთ, 26
აპრილს გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკიმ, პროტესტის ნიშნად უკრაინაში დაგეგმილი
ვიზიტიც კი გააუქმა.
Internet.ge