GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტმა რუსთავში თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი გახსნა
17:45 29.04.2012
დღის სიახლეები

ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი საქართველოში - ახალი სპორტული ტრასა რუსთავში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

კომპლექსს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ აქვს. რუსთავის ავტოდრომის მსგავსი ტრასა ევროპაში სულ 38-ია. მასშტაბური პროექტი მთლიანად ქართული ინვესტიციით განხორციელდა. 

ახალი ავტოდრომი საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოცადა. მიხეილ სააკაშვილმა "ფორმულა 3-ის" ბოლიდით ტრასა რამდენჯერმე დაფარა. ტრიბუნებიდან შეჯიბრს, უამრავ ადამიანთან ერთად, თვალს საქართველოს პირველი ლედი და პრეზიდენტის უმცროსი ვაჟიშვილიც ადევნებდნენ. 

ახალ ავტოდრომზე მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი შენობები და შეიცვალა ტრიბუნები. მომავალში ავტოდრომის ტერიტორიაზე ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობა იგეგმება. მათ შორის, სასტუმრო, კარტინგის, პეინტბოლისა და ოფროუდის ცენტრები იფუნქციონირებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა ავტოდრომზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. მისი განცხადებით, ასეთი მაღალი დონის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოდრომის გახსნა როგორც რუსთავისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

პრეზიდენტის თქმით, ავტოდრომის მშენებლობა კერძო ინვესტიციით განხორციელდა, რამაც რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებას შეუწყო ხელი. 

რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და ადგილზე გათვალისწინებულია ყველა ის სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისთვის არის საჭირო. მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდა. 

ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ აქვს, წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატით გაიხსნა. 

ჩემპიონატი 20 წლის შემდეგ დღეს პირველად ჩატარდა. შეჯიბრი სპორტული ავტომობილების 4 კლასში მიმდინარეობს. 4 122 მეტრის სიგრძის ტრასაზე - "ლეჯენდს", "ფორმულა ალფა" და "ტურინგ 1500" "ჯი-თი" კლასის ავტომობილები ასპარეზობენ. 

საქართველოს პირველობაში, ქართველ მრბოლელებთან ერთად, რუსეთისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მრბოლელებს შორის არის ერთი მანდილოსანიც. 

რბოლას ტრიბუნებიდან საქართველოს პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულები მიხეილ სააკაშვილმა თავად დააჯილდოვა. შეჯიბრში პირველობა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი კი რუსი მრბოლელი ვიქტორ საიტარი გახდა. 

გამარჯვებულებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ავტოდრომს "ფორმულა 3-ის" ბოლიდით სიმბოლური წრეც დაარტყა. 

დღესვე, ავტოდრომის გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა უსაფრთხო გზების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვედების შემოღებისა და ხარისხიანი ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, საქართველოში ავტომაგისტრალებზე მოძრაობა გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდა. 

მიხეილ სააკაშვილმა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ავტოტრეკი, რომელიც მოყვარულებისთვის იქნება განკუთვნილი, უახლოეს მომავალში ბათუმშიც გაიხსნება.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჰილარი კლინტონმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა1
ბიძინა ივანიშვილი ეკონომუკური გუნდის დაკომპლექტებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს2
შალვა ნათელაშვილი აშშ-ში სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა3
ფოტორეპორტაჟი: თბილისის ახალი საბაგირო4
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X