საგრანტო პროგრამა - საინფორმაციო კამპანიის წარმოება ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, დღეს სრულდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო
პროგრამის - საინფორმაციო
კამპანიის წარმოება ტრეფიკინგის
პრევენციის მიზნით, სამთვიანი ვადა დღეს სრულდება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მნიშვნელოვანი
რეფორმა გატარდა ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით. შეიქმნა უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭო, რომლის საქმიანობაშიც არასამთავრობო სექტორსა და
საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთხოვათ მონაწილეობის მიღება. ასევე, შეიქმნა
ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერალის სისტემა, დაფუძნდა ორი თავშესაფარი და დაარსდა
სახელმწიფო ფონდი. თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება მოსახლეობის ინფორმირებულობის
ნაკლებობა და შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ცნობიერების დონის ამაღლებაზე
ზრუნვა.
აღნიშნული
საგრანტო პროგრამა,
რომელიც მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან - 30 აპრილამდე ხორციელდებოდა,
გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემას საინფორმაციო
კამპანიის საწარმოებლად და ამ გზით უზრუნველყოფს, როგორც მოსახლეობის ინფორმირებას, ასევე ამ სფეროში მოღვაწე
არასამთავრობო სექტორის უფრო მეტ ჩართულობას პროცესში და მათი ორგანიზაციული
მდგრადობის გაუმჯობესებას, რათა შემდგომში მათ დამოუკიდებლად შეძლონ მსგავსი,
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება
ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებისა და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების
შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არალეგალური ემიგრაციის პრევენციასა
და ტრეფიკინგისგან მოსახლეობის დაცვას როგორც ქვეყნის
შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
Internet.ge