ტელეკომპანია
„მე-9 არხი“ მაუწყებლობას დღეს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე, რამდენიმე დღის წინ განთავსდა.
„ფეისბუქში“ „მე-9 არხის“ გვერდზე განთავსდა ფოტო მინაწერით - „საცდელი მაუწყებლობა დაიწყება 30 აპრილს 21:00 საათზე“.
სოციალურ ქსელში მითითებულია ასევე ინფორმაცია, რომ მაუწყებლობის ნახვის შესაძლებლობა გლობალ TV-ის, MAGTISAT-ის და სატელიტური თეფშის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
internet.ge