ლიბიის
ყოფილი პრემიერი ვენაში, მდინარე დუნაიში, გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით,
ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
69 წლის შუკრი განემის ცხედარი გამვლელმა ერთ-ერთი ხიდის ქვეშ იპოვა. პოლიციის თქმით, განემი სავარაუდოდ ცუდად გახდა და წყალში გადავარდა.
შუკრი
განემი ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის მთავრობის წევრი იყო და
2003-2006
წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2011 წლიდან
კი იგი ნავთობმრეწველობის
მინისტრის პოსტზე იყო.
მინისტრმა ლიბია მაშინ დატოვა, როდესაც მუამარ კადაფს
ქვეყნის ოპოზიცია აუმხედრდა და ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო.
internet.ge