კარალეთში მცხოვრებ
დევნილ მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს.
დღეს კონსულტაციები ორი
საათს გასტანს და ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებს.
თუმცა, სოფლის მაცხოვრებლებისათვის უფასო კონსულტაციები მომავალშიც გააგრძელდება.
აღნიშნული პროგრამა „უფასო
იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის“
ფარგლებში, ევრაზიის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.
Internet.ge