სადაზღვეო სისტემის ახალ ვარიანტს დღეს, მთავრობის სხდომაზე
დაამტკიცებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ
ყოველი მეორე თანამოქალაქე დაზღვეული იქნება, რაც ჯანდაცვის სფეროში რეალური
გარღვევაა.
„პირველი სექტემბრიდან ძალაში შევა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, ყველა
პენსიონერი და ბავშვი 0-5 წლამდე იქნება დაზღვეული. დღევანდელ სხდომაზე კი
დავამტკიცებთ, როგორი პაკეტი იქნება
წარმოდგენილი,
სადაზღვევო პაკეტების დარიგებისა და გადანაწილების როგორი წესები
გვექნება ამ სადაზღვეო კომპანიებზე, თბილისში აუქციონის რა წესები იქნება
და როგორ გადავანაწილებთ რეგიონებს სხვადასხვა კომპანიებზე“,- განაცხადა გილაურმა.
internet.ge