პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით,
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის გაკეთება, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაიწყება.
როგორც დღეს გამართულ
მთავრობის სხდომაზე გილაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონტრაქტი გაფორმდება,
გამოყოფილი თანხიდან კი, 170 მილიონი ევროს სესხის ნაწილი იქნება, 20 მილიონი კი - გრანტის.
„ეს არის 30
წლიანი სესხი, რა დროსაც პირველი 10 წლის განმავლობაში ქვეყანა არაფერს არ
გადაიხდის. მოგეხსენებათ,
რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უდიდესი ნაწილის დაფინანსება დაკონტრაქტებულია და მშენებლობაც მიმდინარეობს, ასევე
მშენებლობა მიმდინარებს ქუთაისი-სამტრედიის და ქობულეთის
მონაკვეთზე. ასევე, აღმოსავლეთის ნაწილის მონაკვეთზე. სწორედ სამტრედიის შემდგომი ნაწილი იყო დარჩენილი, რომელზეც დაფინანსების წყარო
არ გვქონდა დღეს სწორედ ამ
კონტრაქტსაც განვიხილავთ და რამდენიმე დღეში კონტრაქტს ხელი მოეწერება, ", – განაცხადა ნიკა გილაურმა.
internet.ge