პარლამენტის ვიცე–სპიკერი, რუსუდან კერვალიშვილი, ბელგიაში
მიემგზავრება, სადაც „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციის განხორციელებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კერვალიშვილის განცხადებით, ბელგიის სენატში
დაგეგმილია გამოსვლა, სადაც ქართული მხარის
მიერ წარდგენილი იქნება ეროვნული სამოქმედო
გეგმა, რომელიც, როგორც მაგალითი,
გარკვეულწილად
გაზიარებული იქნება რეგიონის ფარგლებში.
ამასთან, დღეს, პარლამენტში, „ქალებზე, მშვიდობასა
და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი
2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის
შეხვედრა გაიმართა, სადაც ქალთა უფლებებზე ისაუბრეს.
internet.ge