ინდოეთის
ჩრდილო-აღმოსავლეთით ძალიან ბევრი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ მას შემდეგ, რაც
მდინარე ბრაჰმაპუტრაზე ბორანი გადაბრუნდა, - იუწყება BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
არსებული
ინფორმაციით, ორსართულიან ბორანზე დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა. ამ
დროისთვის დაღუპულად ითვლება 35 ადამიანი, 165 - უგზო-უკვლოდ დაკარგულად, 150
ადამიანის შველა კი შესაძლებელი გახდა.
პოლიციის
წარმომადგენელთა განცხადებით, ინცინდენტი გუშინ საღამოს დუბრის რაიონში,
გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი ქარის დროს მოხდა.
„მე
ვხედავდი, როგორ მიაქანებდა ადამიანებს მდინარე. იქ ძალიან სწრაფი დინებაა“ -
უთხრა სააგენტო „ფრანს პრესს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში არმია, სასაზღვრო ჯარები და
სამაშველო სამსახური ერთობლივად მონაწილეობს, თუმცა მათ უამინდობა უშლის ხელს.
Internet.ge