ლიტვის რესპუბლიკის სეიმის
წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დღეს,
დელეგაციის წევრები გორს მოინახულებენ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს,
გიორგი ტატიშვილს შეხვდებიან.
დღესვე
დაგეგმილია ადგილობრივ
თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრებთან
შეხვედრაც.
შეგახსენებთ, რომ ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით
იმყოფებიან. მათ უკვე გამართეს შეხვედრები პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის
თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
Internet.ge