GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტს საზეიმო სხდომების გამართვის უფლება ექნება
13:05 02.05.2012
დღის სიახლეები

მოქმედ რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, პარლამენტს საზეიმო და საიუბილეო სხდომების გამართვის უფლება ექნება.

ინიცირებულ პროექტს სპეციალური 130 პრიმა მუხლი ემატება, რომელიც მსგავსი სხდომის გამართვას არეგულირებს. ცვლილების ავტორი კი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილია.

ცვლილებებით, საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, შეიძლება პარლამენტის საზეიმო და ან საიუბილეო სხდომა გაიმართოს.

პროექტის თანახმად, ასეთის სხდომა შეიძლება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს თუ ფაქტს მიეძღვნას და მას პარლამენტის თავმჯდომარე წარუძღვება. თუმცა, თუ ის ამას ვერ შეძლებს, მას შეეძლება ეს უფლება ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით, მის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს.

პროექტით, ასევე დგინდება, რომ საზეიმო თუ საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახალ პარლამენტში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო სხდომა უნდა გაიმართოს, რის გამოც, რეგლამენტში ცვლილება შედის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"პრესა.ჯი"-სა და "დრონი.ჯი"-ს სრულფასოვნად ფუნქციონირება აღდგენილია1
ვალდას ზატლერსი: „ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ"2
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“3
ფოტორეპორტაჟი პოლიციის აკადემიიდან4
ვასილ ჭყოიძე გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X