ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა ინტერვიუ მისცა „ფოქს-ნიუსს“ და
საქართველოზე ისაუბრა. მისი განცხადებით „საქართველო დიდი სისწრაფით ვითარდება, ეს უბრალოდ, დაუჯერებელია.
გარკვეული დროის განმავლობაში ის რუსეთის სატელიტი იყო, შემდეგ კი ჩამოშორდა მას,
და იცით, სხვა ქვეყნების ლიდერები ჩადიან იქ, რათა ნახონ, თუ რა პროცესები
მიმდინარეობს“ - აღნიშნა ბიზნესმენმა.
კითხვაზე, თუ რა სფეროებია საქართველოში განვითარებული,
ტრამპმა განაცხადა, რომ განვითარება ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი ტურიზმის
მიმართულებით ხდება. მან ბათუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4-5 წლის შემდეგ ეს
ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ დიდებულ ადგილად იქცევა.
ბიზნესმენმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „ერთ-ერთი უდიდესი ლიდერია
მსოფლიოში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სხვა ქვეყნები - წამყვანი ქვეყნები -
ჩავლენ იქ, რათა ნახონ, თუ რას აკეთებს ის“ - განაცხადა ბიზნესმენმა.
Internet.ge