GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საჯარო რეესტრმა უცხოელი მოქალაქეებისთვის ინგლისურენოვანი გაზეთი გამოსცა
11:11 04.05.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი, ინგლისურენოვანი გაზეთი Public Registry გამოსცა.

გაზეთში განთავსებულია ინფორმაცია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარე ბინების, სახლების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავების და მომსახურების შესახებ. Public Registry საუკეთესო საშუალებაა საქართველოში სასწავლებლად, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ, სააგენტომ და გაზეთმა 24 საათი მომხმარებელს ერთობლივი პროექტი - გაზეთი საჯარო რეესტრი შესთავაზა. გაზეთის ყოველ ნომერში 5000-ზე მეტი განცხადებაა განთავსებული უძრავი ქონების, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ. ამიერიდან გაზეთს თანდართული აქვს ინგლისურენოვანი განცხადებების ჩანართი Public Registry.

რეესტრის ინფორმაციით, ინგლისურენოვანი ჩანართის მეშვეობით, უცხოელი მოქალაქე მარტივად და კომფორტულად, მათთვის გასაგებ ენაზე შეძლებს მოიძიოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბინები და სხვა გასაქირავებელი უძრავი ქონება.

„გაზეთის ინგლისურენოვანი ჩანართი ხელს შეუწყობს ასევე ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეძლებენ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რაც უცხოელი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველჰყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას“,- აცხადებენ საჯარო რეესტრში.

გაზეთი უკვე იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. მალე, გაზეთის ინგლისურენოვანი ჩანართი გავრცელდება აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, საელჩოებში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისთანავე სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე მოიძიონ მათთვის სასურველი ბინა, სახლი თუ სასტუმრო.

ინგლისურენოვანი განცხადებების ჩანართი Public Registry კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს გამოდის. ამ ეტაპზე ჩანართის ყველა ნომერი 500-მდე ახალ განცხადებას მოიცავს.

ინგლისურენოვანი გაზეთი დედაქალაქის გარდა, რეგიონების განცხადებებითაც ინტენსიურად შეივსება, მალე კი იგეგმება გაზეთის რუსულენოვანი ჩანართის გამოცემაც.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისმა თურქეთთან აფხაზეთის პორტში თურქული გემების შესვლის საკითხი დააყენა1
ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს2
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა3
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა4
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X