GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტერაქტებს დაღესტანში 15 ადამიანი ემსხვერპლა
11:35 04.05.2012
დღის სიახლეები

აფეთქებების ხმა მახაჩკალაში თითქმის ზედიზედ გაისმა. კიროვის რაიონის პოლიციის პოსტთან ჯერ მანქანა აფეთქდა, ზუსტად 10 წუთში კი იმავე ადგილზე, როცა იქ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, თვითმკვლელმა ტერორისტმა მეორე ბომბი მოიყვანა მოქმედებაში - იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

პოლიციის მონაცემებით, თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

 

პირველი აფეთქების სიმძლავრემ 10, მეორისამ კი 50 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი შეადგინა. შედეგად, დიდია მსხვერპლიც. დაიღუპა 15 ადამიანი, 110 კი დაჭრილია, ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან. დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები და მეხანძრეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდნენ.

შემთხვევის ადგილზე დაზიანებულია 30-მდე ავტომანქანა, ასევე ახლომდებარე შენობები. დაზიანდა დაბალი წნევის გაზსადენიც.

 

ტერაქტის შედეგების ლიკვიდაციაში 94 ადამიანი და 23 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

გამოძიებამ საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. დაღესტნის პრეზიდენტმა მაგომედსალამ მაგომედოვმა მოსკოვში მივლინება შეწყვიტა და სასწრაფოდ დაბრუნდა რესპუბლიკაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ახალი მინისტრები მუშაობას შეუდგნენ1
თორნიკე გორდაძე: ჩვენი მიზანია ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ წელს დასრულდეს2
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობას არ ტოვებს3
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ ეყოლება4
საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X