ავარიის შედეგად დაზარალებული მოზარდები, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფიდან რამდენიმე წუთის წინ გაწერეს. ამის შესახებ ინტერნეტ.ჯის საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. "სამი მოზარდი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გუშინ ღამით შემოიყვანა. რვა-ათი-თორემეტი წლის გოგონებს სახის მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. მათშსესაბამისი მკურნალობა გუშინვე ჩაუტარდათ. დღეს კი კომპიუტერული ტომოგრაფია გაკეთდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და სამივე პაციენტი გაეწერა" აცხადებენ საავადყოფოში.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სამაშრუტო ტაქტი ფეხით მოსიარულე მოზარდებს შეეჯახა. ამ ეტაპზე მღოლის ბრალეულობა არ ფიქსირდება. რაც შეხება მკურანლობის ხარჯს, ის მთლიანად კომპანია "შპს თბილისი მიკროავტობუსმა" დაფარა.
internet.ge