მოსკოვის დროით 12:00 საათზე კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია დაიწყება, რომელზეც 3 ათას სტუმარს ელოდებიან. პუტინი ქვეყანას მესამე, ამჯერად უკვე 6-წლიანი ვადით უხელმძღვანელებს ქვეყანას. ცერემონიალს ეთერში 6 სატელევიზიო არხი გადასცემს.
ახალ პრეზიდენტს ფიცის დადება საპროტესტო აქციების ფონზე მოუწევს. გუშინ კი, როგორც ცნობილია, მოსკოვში გამართული „მილიონების მარში“ მასობრივი დაკავებებით დასრულდა. პოლიციაში, ბოლო მონაცემებით, 650-მდე ადამიანი მოხვდა. არიან დაზარალებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. დააკავეს ოპოზიციის ლიდერებიც - ალექსანდრე ნავალნი, სერგეი უდალცოვი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და ასევე ბორის ნემცოვი, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე გაათავისუფლეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
დღევანდელი ინაუგურაციაც, დაგეგმილის თანახმად, აქციის პარარლეურად უნდა ჩატარდეს. ფლეშ-მობი სახელწოდებით „თეთრი ქალაქი პატიოსანი ხელისუფლებისთვის“ პუტინის კორტეჟს კრემლის შესასვლელამდე მიაცილებს და აქციას გამართავს.
Internet.ge