დუტა სხირტლაძის სასამართლო პროცესი დღეს, გაიმართება. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, წინა სასამართლო პროცესი, რომელიც 2 მაისს იყო ჩანიშნული, მხარეთა შუამდგომლობით გადაიდო.
სასამართლო პროცესი დღეს, 15:00
საათზე განახლდება.
თელავის ვაჟა - ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის
ყოფილმა კაპელდინერებმა მარიამ მახარაშვილმა და ნანა
ცატავამ თეატრის მმართველს უჩივლეს.
მათი განცხადებით, დუტა სხირტლაძეს მათთვის
3 200 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი.
Internet.ge