საქართველოს ტერიტორიაზე მოსული უხვი ნალექის გამო,
აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნებია მოსალოდნელი. ამის შსახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს ჰიდროპროგნოზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ქეთევან წიკლაურმა
განუცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონემ
საგრძნობლად მოიმატა.
„ჩვენი პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია
წყალმოვარდნები, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს და დიდ მდინარებზე არ
გავრცელდება“,- განაცხადა წიკლაურმა.
Internet.ge