ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სავაჭრო
ცენტრის სახურავი ჩამოინგრა.
სავაჭრო ცენტრი ყოფილი თამბაქოს
კომბინატის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. ინციდენტის დროს შენობაში არავინ
იმყოფებოდა.
წინასწარი
ინფორმაციით, მეწარმეებს სახურავის
ჩამონგრევის შედეგად, 27
ათასი ლარის ზარალი მიადგათ.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი
განხორციელდება.
როგორც
სამშენებლო კომპანია „ველაჯოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, შენობაში
არსებული ყველა სავაჭრო
ობიექტის მეპატრონეს საიჯარო ხელშეკრულება ათი დღის წინ შეუწყდა და მაღაზიების
დაცლა მიმდინარეობდა.
სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები არ გამორიცხავენ, რომ ნგრევა გუშინ დაფიქსირებულ
მიწისძვრასაც გამოეწვია.
Internet.ge