"ახალი მემარჯვენეები" აცხადებენ, რომ ტრაქტორების სიმცირე და საწვავის
მაღალი
ფასი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შემაფერხებელი ფაქტორია.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გამყრელიძის შეფასეთ, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ხულოშიც ტრაქტორი და ძვირი დიზელის საწვავი, ის უმთავრესი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას საშუალებას არ აძლევს საკუთარი შრომით შემოსავალი მიიღოს და ნორმალურად იცხოვროს.
"მთელს ამ კვირას
იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ხელისუფლებას ეს პრობლემა კიდევ ერთხელ დავანახოთ და ვაიძულოთ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მათ გადასაჭრელად. მისცე გლეხს ტრაქტორი და გაუიაფო საწვავი გადაუჭრელი პრობლემა ნამდვილად არ არის. ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ამასთან დაკავშირებით
"ახალ
მემარჯვენეებს"
ჩვენი კონკრეტული შემოთავაზებები გვაქვს. თუ მათ
ხელისუფლება
ახლა გაიზიარებს, ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის, თუ არა
მომავალ პარლამენტში ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწვავის გაიაფების და ქვეყანის
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს მაინც გავიტანთ", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ პრესსამასახურის
ინფორმაციით, შეხვედრები
- სოფლებში
სხალთა, წაბლანა, დიაკონიძეები, პაქსაძეები და დიდაჭარაში იმართება.
internet.ge