პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას
სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
გადაიდო.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ
განუცხადა, ბრალდებულს სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა.
„სერგო ჩაჩიბაია სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა. სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ექიმების რეკომენდაციით, მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა“,-
განაცხადა შავგულიძემ.
მისი თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესი, 14 მაისს 12:00 საათზე
გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის პოლიციამ "თავისუფალი
დემოკრატების" წევრი 27 მარტს იარაღის უკანონო ტარებისა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით
დააკავა.
Internet.ge