ლაზიკასთან
დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებება შედის. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ცვლილება ავტორი საქართველოს პრეზიდენტია. საკითხთან დაკავშირებით, დამატებით
განმარტებებს იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი მოგვიანებით გააკეთებს.
როგორც
ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, კონსტიტუციაში ლაზიკასთან დაკავშირებული ცვლილება მოულოდნელი იყო და დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ჯერ არაფერი იცის.
„კონსტიტუციის დონეზე უნდა განისაზღვროს ლაზიკის სპეციალური სტატუსი. საქართველოს ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ჩვენთვის გაუგარია რას ემყარება აღნიშნული ინიციატივა“, – აცხადებს დეპუტატი.
Internet.ge