საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გლდანის პროფესიული
ცენტრის მშენებარე სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
ქვეყნის პირველმა პირმა, რამდენიმე საათის განმავლობაში, სამუშაოები
მუშებთან ერთად შეასრულა.
ახალი, თანამედროვე სტანდარტის კოლეჯი ლითონის კონტრუქციით შენდება, რომელიც მთლიანად
შემინული იქნება. ამ დროისათვის ადგილზე, მოპირკეთებისა და გადახურვის სამუშაოები
მიმდინარეობს.
ახალი სასწავლებელი, სადაც ტექნიკური პროფესიების ათვისება მოხდება, სექტემბრიდან ამოქმედდება და მას პატრონაჟს
თავად მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.
Internet.ge