ხარკოვში საცხოვრებელი
სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მაშველებმა დაღუპული მამაკაცის ცხედარი
აღმოაჩინეს. მიმდებარე ბინებიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილია. ადგილზე საგანგებო
სიტუაციების სამსახურის სპეციალური ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.
სახლი 1917 წელს იყო
აშენებული. თუმცა როგორც ირკვევა, ის 1989 წელს ავარიულად ცნეს და ოჯახები
გაასახლეს კიდეც. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მათ
არაერთხელ უნახავთ, რომ ავარიულ სახლში უცნობი მამაკაცები შედიოდნენ, რომლებსაც
იქიდან აგური გაჰქონდათ.
Internet.ge