იულია ტიმოშენკოს მკურნალობას, დაახლოებით, 8 კვირა დასჭირდება, - განაცხადა გერმანული კლინიკის „შარიტეს“ ექიმმა ლუტც
ხარმსმა მას შემდეგ, რაც უკრაინის ექს-პრემიერი ხარკოვის კლინიკაში გასინჯა.
როგორც ცნობილია, ტიმოშენკო საავადმყოფოში
დღეს დილით გადაიყვანეს. გერმანელი ექიმის ინფორმაციით, მისმა პაციენტმა უკვე
შიმშილობაც შეწყვიტა, რაზეც ტიმოშენკო კლინიკაში გადაყვანისას უარს ამბობდა.
ხამსის თქმით, ყოფილი პრემიერი ახლა
შიმშილობის მდგომარეობიდან გამოჰყავთ და მისთვის, გარკვეული მედიკამნეტებიც,
ჯერჯერობით, შეზღუდულია.
გერმანელ ექიმსა და ტიმოშენკოს შორის არ არსებობს ნდობის პრობლემა, რასაც უკრაინელ
ექიმებთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი. ტიმოშენკოს ადვოკატის თქმით, ამის მიზეზი
იყო ის, რომ უკრაინელი ექიმები ყოველდღიურად წერდნენ ცნობებს, რომ ტიმოშენკო სრულიად ჯანმრთელი იყო.
Internet.ge