GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსული თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა
17:59 09.05.2012
დღის სიახლეები

რუსული თვითმფრინავი Superjet-100 – ჯაკარტაში, საჩვენებელი ფრენის შესრულებისას, რადარებიდან გაქრა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არიან ძირითადად კომპანიის თანამშრომლები და ჟურნალისტები.

ინდონეზიაში, იმ ადგილას, სადაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავი უნდა ჩამოვარდნილიყო დასახლებული პუნქტია, თუმცა ავიაკატასტროფის შესახებ არავის არაფერი გაუგია. ამ ფაქტზე დაყრდნობით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი არ ჩამოვარდნილა.

რუსული სააგენტო „vesti.ru“ - ინდონეზიელი მაშველებისა და საჰაერო ინსტრუქტორების პირველ კომენტარებს ავრცელებს.

„უამინდობა და ცუდი ხილვადობა ხელს გვიშლის თვითმფრინავის აღმოჩენაში. ამ დროისათვის ძებნაში ჩართულია რამდენიმე სამაშველო მანქანა და ვერტმფრენი, იმედი გვაქვს რომ ავიაკატასტროფას ადგილი არ ჰქონია,“– განაცხადა ინდონეზიის სამაშველო სამსახურის უფროსმა.

ჯაკარტას საავიაციო გაერთიანების უფროსის თქმით კი, ინდონეზიის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნა არ დასტურდება, ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი ჯერ კიდევ ფრენას განაგრძობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თავდაცვის კომიტეტი რეზერვის სისტემის კონცეფციას წარადგენს1
ზაქარია ქუცნაშვილი: პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით2
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა3
მკვლელობა ოზურგეთში4
წულუკიანი: ჩვენი მიზანი იუსტიციის სამინისტროს სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად ჩამოყალიბებაა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X