საქართველოს,
12-16 მაისს, ოფიციალური ვიზიტით,
შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოდერატების პარტიის
წევრები ეწვევიან.
როგორც “ინტენტეტ.ჯი”-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუმრები 13 მაისს ქუთაისის ღირშესანიშნაობებს
მოინახულებენ და გორში სტალინის
სახელმწიფო მუზეუმს დაათვალიერებენ.
მათი ინფორმაციით, 14 მაისს, სტუმრები შეხვდებიან - საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს,
პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძესა და
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
ასევე, 15 მაისს, სტუმრები შეხვდებიან - დეპუტატებს, დავით დარჩიაშვილს,
აკაკი მინაშვილს, ირაკლი ქავთარაძეს,
გიორგი კანდელაკსა და გივი თარგამაძეს.
ამასთან, დელეგაციის წევრები
შეხვედრებს გამართავენ - საქართველოს
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, ეკა ტყეშელაშვილთან,
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, გიგა ბოკერიასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ,
მიხეილ მაჭავარიანთან.
შვედეთის დელეგაციის წევრები საქართველოს 16 მაისს დატოვებენ.
Internet.ge